პოეზია · ლირიკა
წვიმის წვეთებიც დამიტირებენ
მირბიან წლები, ჩემი დღეებიცმძიმე ქვასავით როგორ მიგორავს,გამიფრინდება ბავშვობის წლები,მოვა ზაფხული და შემოდგომა.შემოდგომაზე დავხატავ სურათსდა მე ეს ტილო გამითქვამს სახელს,მერე დავუწყებ ლოდინს ცივ ზამთარს,რომელიც მუდამ სიჩუმით მავსებს.წავა ზამთარიც, გამოვიცვლებით,მოგონებათა დაგვაწვიმს თქეში,მე მარტოდმარტო გარდავიცვლებიჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში,გასვენების დღეს იქნება წვიმა,წვიმის წვეთებიც დამიტირებენ,დამასვენებენ თბილისის მიღმადა სამუდამოდ დამივიწყებენ...