↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სუმბული

ლადო ასათიანი 1917–1943

2014-05-131 წთ საკითხავი4996 ნახვა

—
ვახტანგ მეექვსემ ერთხელ ერთ ხევშისუმბული ნახა თეთრი და წმინდა,მოთხარა, ფრთხილად აიღო ხელში,რომ სავარდეში მიეცა ბინა.
ფიქრობდა მეფე: “ყვავილი მწველიგრძელ ყლორტებს გაშლის, გაინავარდებს,ვითარც ამბარი, მისი სურნელიგადაეფრქვევა მდიდრულ სავარდეს!”
ფიქრობდა, მაგრამ ვაი რომ ტყვილად:არ ესალბუნა ყვავილს ალერსი,თავი დახარა და მოიწყინა,როგორც ჭაბუკმა უცხო მხარეში.
ბევრი ეფერა მეფე მგოსანი,თავს დამღეროდა, როგორც ბულბული,მაგრამ საამო სურნელ-ფშოსანიმაინც დაჭკნა და გახმა სუმბული.
მეც სუმბულივით დავიგოლვებიდა მეც გამახმობს უცხო ზმანება,თუ საქართველოს ლურჯი გორებიდროზე არ ნახა ჩემმა თვალებმა.
დავჭკნები, როგორც დაჭკნა სუმბული,ხევის ყვავილი მზისკენ მზირალიდა ვახტანგივით სადღაც ჩავკვდებიჩემთა მკვიდრთაგან დაუტირალი.
მშობლურ ბაღიდან გადმოყვანილი,უცხო მიწაზე ვერ გავიხარებ,ვიდრე დავმჭკნარვარ შენი ყვავილიმომხედე, ჩემო სამშობლო მხარევ.
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი