პოეზია · ლირიკა
სოფლისაკენ
ლადო ასათიანი 1917–1943
ისევ მომინდა ჩემი სოფელიხალხურ ლექსებით და საკრავებით,ეზოში - მწვანე და უშობელიდა მოკუნტრუშე თეთრი კრავები.
ისევ მომინდა ჩემი გალია,ჩემი ველები და ვენახები,აღარ მინახავს დიდი ხანია,გამზრდელის თვალებს დავენახები.
ისევ ვიბრუნე სოფლისკენ პირი,დიდი ყოფილა ძალა ბუნების,ცოტა ხანს დავყოფ და მერე თბილისსვეწვევი ნედლი სალამურებით.
1939