↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიზმრადნახული

ლადო ასათიანი 1917–1943

2014-05-131 წთ საკითხავი5004 ნახვა

—
ლაჟვარდი იყო სუფთა და ღია,მიმზერდა იის ცისფერი თვალი,მღეროდა ვიღაც და სამაიასცეკვავდა სამი უცნობი ქალი.
გადავიარე სინათლის ზღვარიდა უცნაური ვნახე ხატება -ჯერ არ მინახავს ქვეყნად ამგვარიგასაოცარი გამოცხადება.
სულიერივით დარბოდნენ ხენი,ფრინველებს ლხენით ვესროდი ისარს,მოჰყავდათ ჩემსკენ ფასკუნჯებს ფრენითპირმშვენიერი მნათობი დღისა.
ისე ბრწყინავდა ვერცხლის ხეხილი,გაოცდებოდით ფერთამხილველი, ―ოქროს მთა-ბარი და მთაგრეხილი,გამოცხადება გასაკვირველი!
ოქროს გალიებს, ოქროს ზარებით,და გალიებში სამოთხის ჩიტებსვუმზერდი, ვიდექ ფერნამკრთალებიდა გრძნეულივით ვუსმენდი კიდეც.
და მერე, როცა მეტოქემ მთვარისგადამაფარა სინათლის კალთა, ―უეცრად გაქრა ზმანება მკრთალიგანათებული ოცნების კართან.
1938
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი