↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოში

ლადო ასათიანი 1917–1943

2024-05-121 წთ საკითხავი10107 ნახვა

—
საქართველოში იბადებოდნენდა შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდესჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდესერთი იმედით: სიცოცხლე მარადგაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდესჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,სიკვდილის ყველა კარი დარაზეთდა იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი