↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "გზა არსაითკენ, გზა არსაიდან"

კახაძე ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი855 ნახვა

—
გზა არსაითკენ, გზა არსაიდან,ცაში ვარსკვლავი თავის ბედს ეძებს,კოცნა ცხოვრებას იწყებს თავიდან,გაუმართიათ დუელი ვერძებს.დააქვს სიყვარულს ამბორი უბით,ქარი გაფანტულ ნაღველს აგროვებს,უარი ცხელ გულს გააპობს შუბით,იშტა კამათელს ცივად აგორებს.ვინ შეამშრალებს გალუმპულ თვალებს,ვინ გაიმეტებს ამბორს უბიდან,ვინ გადაიხდის ქალების ვალებსდა ვინ ჩამოწმენდს ცივ სისხლს შუბიდან.გზა არსაიდან არსაით მიდის,ნაღვლიან თვალებს ცრემლები სცვივათ...ცაზე ღრუბელი დაცურავს დიდი,გაიელვებს და... წამოვა წვიმა...
კახაძე ლადო

კახაძე ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი