↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ბიჭო, არ დატოვოთ ქალაქი მარტო"

კახაძე ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი863 ნახვა

—
ბიჭო, არ დატოვოთ ქალაქი მარტო,ქალაქს უხდებიან ყოჩები,ნიაზ და ასტამურ, თაობა გნატრობთ,იმ ქვეყნად გართობას როდის მორჩებით.ტვინი დაემგვანა სტომაქის ბატონს,სუფრას დაეძენძა ფოჩები,გული ჯიუტად სიყვარულს არ თმობს,გამოცარიელდნენ ქუჩები.ბახუსი ასხამს საოცარ სათრობს,ყანწებით ქეიფობენ ურჩები,ვერ გუობს ბოთლი მორგებულ საცობს,ტკივილს ჩურჩულებენ ტუჩები.თავს წლები თეთრად ფიქრებად ათოვს,სატრფონი რჩებიან ნორჩები,ბიჭო, არ დატოვოთ თბილისი მარტო,თბილისს უხდებიან ყოჩები.
კახაძე ლადო

კახაძე ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი