↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "კარგია, როცა გეტყვიან კის"

კახაძე ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი852 ნახვა

—
კარგია, როცა გეტყვიან კის,ცუდია, როცა გეტყვიან არას,მთესველი სწორედ დათესილს მკის,მწყემსი უძაღლოდ ვერ უვლის ფარას.მარცხი ცერა თითს თავდაღმა ხრის,ტყუილი მართალს ალიყურს სძალავს,ზოგი ახალ წელს ძველმანებს ჰყრის,ზოგიც სიყვარულს ლექსებში მალავს.ჭორი სხვის ხელით სამარეს თხრის,ორგულს ერთგულის სიმტკიცე ზარავს,ღამე მზის სხივის ხილვისას თრთის,სხეულს სამოსი თვალისგან ფარავს.ყრუს არ აღელვებს ტკივილი ხმის,არ იწმენდს ლანჩი მიჩვეულ ტალახს,ბედი შესაღებ კარებთან ზის,სულ არ აშინებს თმის ფერი დალაქს.ნება შეუვალ ცხრაკლიტულს ხსნის,აბრუნებს კაცი ცხოვრების ჯარას,მადლის მთესველი სიკეთეს მკის,რწმენა ნერგისთვის ბრძენ მიწას ბარავს.
კახაძე ლადო

კახაძე ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი