↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვიცი მხოლოდ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
მე არ ვეძებდი დაღუპვას განა,ნიჩბით გრიგალებს ოდეს ვსერავდი?იქ ტკბილი კი არ მესმოდა ნანა,მე იქ ვიბრძოდი ბედისწერამდი.
არ დავცინოდი სიბერეს განა,ვგრძნობდი რა ძლიერ ძალს აღმაფრენას?ოდეს ვერცხლავდა ამხანაგთ სახესსაბედისწერო თოვლების ფენა.
ოჰ, ბევრი მოწყდა ფოთლები წარსულს,სიზმრები, წიგნი, სახლი, ქალები,მაგრამ უმცროსი ძმები გაძარცულსმმოსავდენ ახალ დაფნა-ალებით.
რგოლი რგოლს მიყვა, მე კი - მომავალს.მე მოვიტანე ოცნება დღემდე.აქამდე ვსვამდი ნეკტარებს მრავალს,გრიგალს, ქარიშხალს ვსვამ ამის შემდეგ.
რად მინახავდა, არ ვიცი, ბედი,ცეცხლში, წყვდიადში ვიყავ ფარული,და გვიან წელთა იმედის გედიმომყვა უვნებლად გადაქარული.
მე ვიცი მხოლოდ: ვიხარებ, ვივლი,გათენებამდე უნდა ვიბრძოლო,არა ერთი მსურს ვპოვო ყვავილი,და დამჭკნარები გადავისროლო!
მე ლაჟვარდიდან ოცნებით მუქითგამიტაცებდა სიცილი ქარის,თანაბრად მწვავდა პოეტურ შუქითმაგია მზის და მაგია მთვარის.
მე შთავისუნთქე ხალისით ზეცა,როდესაც ცეცხლი მოვარდა მიწის,ვარდის ღრუბლები გადაილეწა:ზეცის მაგიერ ქვეყანა იწვის.
და ამ წუთების ქარში მრავალშივინ დაინანოს გზანი ჰუნენი?იქ წარსულშიაც და მომავალშიიმუქრებიან საუკუნენი.
ჩავეშვათ ცეცხლში! გვიყვარდეს ნთება!მასში იმედის ბევრი რამ არის.გამოსათხოვარ ღიმილით ქრებამაგია მზის და მაგია მთვარის.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი