↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვისმენ დანატრულ ხმას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ალვა მწვერვალსა ხრისნაზი ტანივით სწორს,მთიდან ნიავი ჰქრისშორს, უბოლოოდ შორს.
შევხვდით ისევე ჩვენ,გზით მიმავალი გზად,კვლავ მოგონებებს მფენ,მაგრამ არ ვიცი: რად?
მზე გიოქროვებს თმას,ვით მონიავე რულს,ვისმენ დანატრულ ხმასდა ვერ ვიმშვიდებ გულს.
ფრთადაღალული დღეცდება დასავალ ცას.გარინდებული ტყეფიქრობს, არ ვიცი: რას?
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი