↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინა სთქვა?!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
დაბლა ჰყრია ქვა და გუნდა,ხმელი ნეშო, რკო და წაბლი,მაღლა მთაა, სადაც უნდაგადაფრინდეს დირიჟაბლი.გაოცებით მწყემსი წყნარიისმენს ციურ დაირასა;ვინა სთქვა, რომ ზეცის კარისამუდამოდ დაირაზა?
ქვევით სახნის-კავის მდელომიაქვს დროთა უხსოვრებას,ახალს აგებს საქართველობედნიერს და მძლე ცხოვრებას.მაღაროდან მადნის სრულიფენა შუქად დაირაზმა;ვინა სთქვა, რომ მიწის გულისამუდამოდ დაირაზა?
მზეა მშრომელების ტომისდა დიდებით მიდის დიდითსოციალისტური შრომისსასწაულთა მაგალითით.სავსე რწმენით და იმედითხალხი მიდის ახალ გზასა;ვინა სთქვა, რომ მუშის ბედისამუდამოდ დაირაზა?
მოლოდინმა მტრების თვალებსიმედები დაულია, -ჩვენი დროშა დაფრიალებს,ჩვენი დღესასწაულია!გავარღვიეთ კლდე და ზღვარიდა მსოფლიოს ვაწვდით ხმასა;ვინა სთქვა, რომ ქვეყნის კარისამუდამოდ დაირაზა?
მხარეს ვხედავთ მდიდართ-მდიდარს,მას დოვლათი არ ელევადა თავდასხმას არავითარსაღარ ძალუძს მისი ძლევა.მასა - მამულია მძლავრი,და მამული არის - მასა;ვინა სთქვა, რომ სიბრძნის კარისამუდამოდ დაირაზა!
1932
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი