↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინ არის ეს ქალი?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
Lecharme inattendu d’unbijou - rose et noir -BaudlelaireLademoiselle bleue aux bords frais de la sourse - Th. GautierLamelancoliedes soleils couchants - Poul Verlaine...et les roses es trop hautes - H. de Régnier*მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯა ცხენი,გადვიჩეხე,უკურნებლად დაჭრილი ვარ...დამეხსენი!შეკიდებიან მთვარეს - როგორც მძიმე მტევნები,თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები.ქანდაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად.
სადღაც შორს მუსიკა ქარივით კითხულობდა:ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალიასეთი ცისფერი?ჩახმახის წუთი. ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი,შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი.ლჲუციფერი: -ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალიასეთი ცისფერი?

1916

* მოულოდნელი მომხიბვლელობა სამკაულისა - ვარდისფერისა და შავის - შ. ბოდლერიცისფერი ქალწული ნაკადულის გრილ ნაპირებზე - თ. გოტიეჩამავალ მზეთა მელანქოლია - პ. ვერლენი...და ვარდები მეტად ტანმაღალი - ა. რენიე
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი