↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალაქის ზღაპარი

ბაქანიძე ლუკა

2009-08-121 წთ საკითხავი311 ნახვა

—
ჩამოიწელა ერთხელ რაღაც წებოვანი.არავის დაუნახავს, ზევით ახედვა არ უყვარდათ აქ.ჩამოეწელა და ბოლოს ჩამოწყდა უშველებელ წვეთად, ქალაქს დაენთხა.ქუჩები და სახლები გაჟღინთა, ერთმანეთში აზილა ადამიანები.გაჩნდა ახალი ჯიში, ლორწოვან გარემოს შეგუებულიადამიანის სლიპინა სახეობა.
ბებერ ევოლუციას გააჟრჟოლა, მიხვდა, რომ რაღაც გამორჩა.
მოხერხებულად, სხარტად მოძრაობენ ნერწყვისმაგვარ მასაში.შენელებულ კადრებს ჰგვანან მაინც.არ გამორჩებათ ქუჩაში გამოკრული სახეები განკვეთილთა,ზიზღით, ფეხისწვერებზე რომ გაერიდნენ ლორწოს.ისინი აფურთხებენ მათ. ტალახს ესვრიან დაუზარლად.თავიანთ ნაშიერებსაც გულმოდგინედ ასწავლიან ტალახის სროლას და ფურთხებას.
საკმარისად სლიპინა არ ეჩვენათ ჩემი კანი.მკურნალობის მიზნით დროებით იზოლაცია გადამიწყვიტეს.მერამდენე დღეა ჩაკეტილი ვარ. არ მახსოვს.ღამღამობით ვჯდები ფანჯრის რაფაზე და ვუყურებ მოხუც მეეზოვეს.შეშინებულივით, ფრთხილად რომ გამოდის ქუჩაში დაგრძელტარიანი ცოცხით სათუთად აქუჩებს კუთხეში შემოდგომის ფოთლებს.

ბაქანიძე ლუკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი