↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** მეფობას არ გთხოვ

ფირცხალაიშვილი ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2409 ნახვა

—
მეფობას არ გთხოვ, არც უფლებას დიდი ვზირისდა არც დარბაზებს ამღერებულს რძის შადრევნებით,უბრალოდ სული მიიდრიკა ცისკენ ვაზივით,რომ მგზავრს დამაშვრალს დავუმწიფო ბაგე მტევნებით.
დაე, ვისაც სურს, მიურიდენ დიდება ლაყე,თითქოს მისი და მაინც სხვისი ლამაზი ცოლი,არვინ მავალებს მოუთმენლის ცდუნებას ავყვედა ვითამაშო გულმოკლული მიჯნურის როლი...
ბედნიერებას ვერ შეიყვან ძალად კარავში,დაე, ვისაც სურს, მიუშვი და აკადნიერე,არ მიატოვო იმედის და რწმენის გარეშეშენი ერთგული და უჩინო კამერდინერი...
აქ ვისააც სურდა, გულის ჭია ისეც ახარა,არწივად მაინც ვერ გადიქცა ყვავის ბახალა...

ფირცხალაიშვილი ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი