↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** შენი ნებაა

ფირცხალაიშვილი ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2412 ნახვა

—
გ ო გ ლ ა ს
შენი ნებაა, გრადამოხსენ ფარდები ბარემ,გულს ნეტარება აგრძნობინე და სულს სიცხოვლე,მაგრამ გახსოვდეს, იმპერიას ვერ ჩაიბარებ,თუ გადაწყვიტე, აპოლონის სახლში იცხოვრო...
შენი ნებაა, საით გადგამ ახლა ნაბიჯებს,იქნებ ზეცა გსურს, მწვერვალების ზენარ იქროლო,მაგრამ გახსოვდეს, ატამანად არვინ აგირჩევს,თუ გადაწყვიტე, აპოლონის სახლში იცხოვრო...
შენი ნებაა, რას მიართმევ უფალს პატაკად,ხორცი ატკბო თუ უცოდველი სული აცხოვნო,მაგრამ გაახსოვდეს, შეიქმნები ღარიბ-ღატაკად,თუ გადაწყვიტე, აპოლონის სახლში იცხოვრო...
რახან აგრეა, აპოლონის სახლი აქ არი,მეოცნებეთა და ღარიბთა თავშესაფარი...

ფირცხალაიშვილი ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი