↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი ქართული ანდაზა

ლებანიძე მურმან

2026-07-181 წთ საკითხავი10411 ნახვა

—
ძველი ქართული ანდაზაიტყვის: "სოფელი დიდია!"რამ გაადიდა, ანდა სად?სოფელს ბოქლომი ჰკიდია!
რაჭა-ლეჩხუმი მშობელიგაცლილა, გათხელებულა,ტყეს გადუვლია სოფელი,სოფელი _ გატყევებულა.
ვზივარ ჭვარტლიან ბუხართან,ცრის ნოემბერი მტირალა.გამახსენდება წვიმაშიბაბუაჩემი ფირანა.
სიტყვა იცოდა ჯიბრით,იტყოდა მხოლოდ მთავარზე:"აქიდანა და ჭიბრევსთხა გევიდოდა ყავარზე!.."
სარკმელში _ მთათა გრეხილი,ყავარზე წვიმა არ ცხრება,შებერებულა ხეხილი,მოლურჯო პური არ ცხვება,
კახაბლებს აღარ ამყნობენ,აღარ თესენ და არ ხნავენ,ქორწილზე არას ამბობენ,მარხვითჯერ კიდევ მარხავენ...
მე უნდა გავხდე გოროზი,არ წავიქცე და არ წავხდე _ლებანიქედის ბოლოშიგიჟივით მარტო დავსახლდე!
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი