პოეზია · ლირიკა
ვაჟა-ფშაველას
აკაკი წერეთელი 1840–1915
წარმოთქმული ვაჟა-ფშაველას საფლავთან მთაწმინდაზე,დიდუბიდან ნეშთის გადმოტანისას 1934 წ. 18 ოქტომბერს.
მთა იყავი, მთასთან მოხველ,შეგრჩენია მუხლში ღონე,თვალდათხრილო მეამბოხევ,ხუნდებით რომ შეგაღონეს...
კვლავ შეჰხედე სამშობლოს ცას,მოუხადე კიდევ ქუდი;შენი კუბო რომ ავხადეთ,ამოვარდა არწივთ გუნდი!
მოგელოდნენ მთის ლოდებინაჟურებით დაჟანგული,ბალახებით, ხის ტოტებითგამთელდება ვაჟას გული
გადაჰხედე, შენი მთები,თითქოს ვეფხვნი დაყრილანო,ნავარდს არტყავს ორბის ფრთებითშენი სიტყვა სამყვირალო.
ზვავის ღვართქაფს დაუბერტყავს,ნაბუდია ჯიხვის რქაში,შენი სიტყვა, როგორც სეტყვა,დროშის ზარი, წყლის კაშკაში ―
იგი გვზრდიდა, როგორც წვიმა,და მან მოგვცა მძვლიანობა,ხის ფოთლებში გაგვაწვინა,აკვნის თავზე გვიგალობა.
ხმას სჭექავდი მოკივლებით,სამშობლო რომ გქონდა ციხედ.―შენ დაგმარხეს ბორკილებით,ჩვენ დროშებით ამოგიღეთ!