პოეზია · ლირიკა
ზღვაო, აღელდი, აღელდი!
აკაკი წერეთელი 1840–1915
ზღვაო, აღელდი, აღელდი,ქარტეხილს დაემორჩილე!აამთაგორე ტალღები,კიდეებს გადააცილე!მარგალიტების სალაროშენი უფსკრული გულია,მყუდროების დროს ის განძიქვეყნისთვის დაფარულია.მხოლოდ როდესაც მრისხანებ,გულს უხსნი მზეს და მთვარესა,იმ მარგალიტებს შესტყორცნიშენ შემკვრელს არემარესა.პოეტო! ნურც შენ ეკრძალვიმრისხანე გულის ღელვასა!..ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლიდა სიბნელის დროს ელვასა!
1894 წ.