პოეზია · ლირიკა
ლოლიტა
ღამით, როდესაც ყველა იძინებსდა საიდუმლო აღარ არის ასე მტანჯველი,თითქოს მთვარის შუქს სათითაოდ მიჰყვებიან მოგონებები,მილიონობით ფერწასული ადამიანისპროფილს ხაზავენ და სიმარტოვესასე უჩუმრად შემოპარულს კედლის ღრიჭოდანაღსარების თქმა უგვიანდება,რას ჩამომჯდარხარ პატარა გოგოვ,ამ ვნებადაცლილ კაცის ფეხებთან?!თითქოს ცხოვრებამ ამ ოთახში შემოიარა,სათვალეებქვეშ ჩამოგხედა და გზას გაუყვა.ამ ფეხის ხმაზე შენ მსუბუქადროგორც ბალეტისგაკვეთილებზენაბიჯით წინ, ან ერთით უკან,ტრიალდები დაშენს სხეულში კარამელებინელ-ნელა მიმწვარ შაქრის ტბაში იძირებიან.ყოველ წრეზე, კი შენ ჰაერზესწრაფ-სწრაფად სუნთქავდა მორზეს ანბანს თვალხილულიც ემორჩილები.ყაყაჩოების მინდორია თვალგახელილიამ კაცის ფერხთით გაფენილი მომცრო ხალიჩა.ახლა პომადას გადაუსვი თხელი ტუჩები,სარკეში სახის კონტურები შემოისწორედა რომ მიხვდები ისტუმრებენ დღეები წუთებს,და რომ მიხვდები ისტუმრებენ წუთები დღეებს,საიქიომდე სანამ მივლენ მანამ ცოცხლობენ,დილით, სისხამზე გარეთ შიშველს როცა გნახავენწამოწექი და გუგულივით კაფე ან თესესველი ზეწრის ქვეშ გატრუნული შენი ბავშვობა.და მერე ღამით,მაშინ, როცა ყველა იძინებსდა საიდუმლო ხდება ბევრად, ბევრად მტანჯველი,ვიდრე სკოლაში გაკვეთილის უცებ გაცდენა,ანდა კანფეტის აწებება მაგიდის ფერდქვეშ,შენ ხედავ გოგოს, ბავშვობისგან დაცლილ თვალებშიაჩრდილებივით როგორ ჩანან მოგონებებიდა მის სხეულზე მიმობნეულყაყაჩოებსეძებ მიწისქვეშ.