↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იოანე

ჯავახიშვილი კატო

2026-07-182 წთ საკითხავი2544 ნახვა

—
ვწევარ დედიშობილა.თოჯინებს რომ ვაწვენდი ბავშვობაშიზუსტად ისე.მცივა.ჩემთვის ლოგინი რომ გაეშალამოთიბა მთიბავმა ბალახიბალახი მოთიბა მთიბავმაციმ-ციმ მოაქვს მთიდან.მოუსწრებს გზაში წვიმა.დადგამს მთიბავი ზვინსაფარებს სხეულს თავისას.გააპობს ზურგს მისას ელიამათრახივით გადაჭერილი ჭექა-ქუხილით-ორად.გაიფანტება ნათიბი მისი ურვა-წუხილითსოფლად.ვწევარ დედიშობილა.თოჯინებს რომ ვაწვენდი ბავშვობაშიზუსტად ისე.მცივა.გახეულ პირში მასხამენ ნახარშს-ბალახისას.
\"ყოველმან ხემან,რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი,მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას\"
ვარ მიწა.მიწა ვარ მე.დალპება ფესვები ჩემი,რადგანაც წამოვა ლავა და ღვარცოფი.დალპება ფესვები ჩემი,რადგანაც სოფელში აღარ იქნება აღარც ერთი ნაცნობი.დავწვები ყოველღამ შენთანდამპალი ფესვებით და მეგონება,რომ ჩემი სხეულის ეკვატორი იმ ქალაქზე გადის,სადაც შიმშილით კი არ დაიხოცნენ,არამედ ჭიპლარით გადახლართული ქუჩებიასეული წლებია,საღებავის აიაზმას ისხამენ ტანზესუნამოდ.
მტკვარზე ძაძებით ჩავიდნენდა აღარ დაბრუნებულან.…
ამოთხრილი კორპუსებიცჩამპალ საძირკველშიწყალ-წყალა ნაყოფს რომ იკავებენთმაგაშლილები-დაიხრჩვნენ იქვე.თავმოკვეთილი გდია იოანე.
ჩემთვის ლოგინი რომ გაეშალამოთიბა მთიბავმა ბალახიბალახი მოთიბა მთიბავმაციმ-ციმ ჩამოიტანა მთიდან.დადგა მთიბავმა ზვინი,შემომიკეცა საბანი გვერდულად-მცივა.გააპობს სხეულს მისას ელიაკისერზე მათრახივით გადაჭერილი ჭექაქუხილით-ორად.ვარ მიწა.მიწა ვარ მე.აიხსნება ყველა წყევლა დაიტვირთებს ზეკაცი ცოდვას ყველასას.აიხსნება ყველა წყევლა დადაილურსმნება ერთი სხეული ყველასთვის.მივა ზეკაცი მთიბავთან ელიას მთაზედა ეტყვის:
-განმბანე მამაო...
მტკვარზე ძაძებით ჩავიდნენდა დგანან დედიშობილა..
ჯავახიშვილი კატო

ჯავახიშვილი კატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი