↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დარჩენა

ჯავახიშვილი კატო

2026-07-182 წთ საკითხავი2539 ნახვა

—
აქ, სადაც დღეებს არ აღელვებთ უნაპირობადა გვერდმოხეულ ფოტოებზე ჩვენი კადრებიისე ქრებიან, გეგონება ფეხი დაადგავინმემ ამ გვიან, ფერდაკარგულ შემოდგომას დამომაკვდავ ფოთოლს თვალში ბოლო ცრემლი ჩაუდგა,აქ ვცხოვრობ მე -და არ აქვს კარი ჩემს სახლს, ძვირფასო.და როცა ქალაქს კვლავ მორთავენ გირლიანდებით,ამ ქუჩაზე კი, დაიწყება ხალხის მიმოსვლასაგულდაგულოდ გაბანტული “ბამბანერკებით”,ერთმანეთისთვის ტრაფარეტულ ურთიერთობად,რომ განაწილდნენ და რომ შეძლონ ერთი ბოკალისმიჭახუნება თვალის თვალში გაყრის გარეშე,სიტყვით - გილოცავ!მე შენ გეტყვი:-ზურგის ქარია.დარჩი თუ გინდა, ოღონდ იცოდე,რომ ამ ფანჯრიდან არ გადმოდის აქ საახალწლოდ,მიწებებული თეთრი წვერით, თოვლის ბაბუა,მთელი ბავშვობა ბალიშის ქვეშ ფულს რომ მპარავდა.რა ვქნათ გვიჭირდა, სამკვიდრო და სახელდაკარგულმამაჩემივით მხრებში მოხრილ სახლის მოაჯირს,სიგელები და ჩინ-მედლები აკიდოებადგამოესხა და მე მშრალ ხიდზე.ვიდექ დავყიდდი.ჰო, მე ვიყავი, ის გოგონა ორი ნაწნავითაკანკალებულ თითებით რომ ხურდებს ითვლიდა,საინტერესო გარეგნობით, ცხვირაწეულიგვერდით,…გვერდით რომ ჩამიარე და ვერ მიცანი.აქ მაგიდაზე, დაჟანგული, უკვე იმდენხანსმომლოდინე და ჭუჭყიანი სამოვარი დგას,ნახშირს მუცელში ვუტენი დამაინც სულ მიკვირს,ერთხელ რომ მაინც ვერ მოხერხდა ორთქლის ამოსვლაამ უძველესი, უცნაური რელიქვიიდან,ბაბუის ნაქონ ნივთებიდან მე რომ შემომრჩა.აქ ვდგავარ მე _და არ აქვს კარი ჩემს სახლს, ძვირფასო.არც საწოლია ისე ფართო, ორის სამყოფი.ნაწვიმარია,დუმილს მირღვევს ღამის თბილისი.ეს საახალწლო მზადება დამჭახე ფერები.უცნაურია... უცხოობა იცის ქალაქმა,მოდიხარ, ვერ ცნობ. მიდიხარ და კვლავიყურებიუკან. ეს როცა, ვერ გადიხარ წინა კარიდანან როცა არ გაქვს და მარტივად, უკან ბრუნდები.
ჯავახიშვილი კატო

ჯავახიშვილი კატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი