პოეზია · ლირიკა
გა-მო-ღვი-ძე-ბა
“კოკასა შიგან რაცა სდგას”(სანდრიკა ნაკაიძის ხსოვნას)
არ შემოხვიდე ჩემს ჯოჯოხეთში.ახლად ამოყრილილ თევზებივითგულაღმა წვანან ჩემი ფიქრები.ღამით, ძილი რომ არ მეკარებამთელ ტანზე ნუშის საცხს ვიგლეს დაჩემს ხორცს ვანელებ.შუაღამისას, ნაწილ-ნაწილ ვიცლი კიდურებსდა მენჯის ძვლიდან ვხაპავ მდინარეს.“კოკასა შიგან რაცა სდგას”სხვა არის გადმომდინარე.ახლა გაყინულ ხელებს ვითბობ,დაძველებული კარამელივითვიკვნეტ ბაგეებს,შენ, გადმომისხი სისხლი ჩემი უკვდავებისთვისუკვდავებაშიმიცვალებად მე შეგაგროვებ.ცარცისფერ ძვლებზე ნაპრალებად დამეტყოს მინდაქვესკნელის გზები.ვჭამდე ჩემს ხორცს,სულს კი ვკორტნიდედა მერე დილაიწყებოდეს დასავიწყებლად.და მერე დილასგადახვეულ ფირზე ვიწერდე,რომ სიცოცხლეში გამარჯვებით დაბრუნებულმაშენს მომაკვდავის არტახებშივცადო გახვევა.დასავიწყებლად იწყებოდეს დილა და ისევგამთენიისას ვერ გავუძლო და შენს სასთუმალს,იწვეს სიკვდილი ჩემი ხელით გადარჩენილი,ნიჟარებს სუნი ასდიოდეთ მლაშე სისხლდენის.იყოს მოქცევა,გადიდებულ თვალის გუგებში-ჩანდეს სამყარო,ზამთრისპირზენისლის ბაღები ირხეოდნენ დაპალატაში ხელოვნურად მსუნთქავი გულიიდოს საწოლზეერთი გრამი სითხის ამარა.სიკვდილი კართან ავაყუდო იქნებ ვიღაცამჩამოიაროს და წაიღოს ჩასაბარებლად.
ნუ...ნუ, შემოხვალ ჩემს ჯოჯოხეთში.შავ მდინარეში ტივტივებენჩემი ფიქრები.არ ვიცი ახლა ნაწილ-ნაწილ ვიცლი კიდურებსთუ მეშინია გაღვიძებისდა დროს ვაჩერებ.და მერე დილაიწყებოდეს გასახსენებლად,მზე ზღვაში კლავდეს დავიწყებასბლაგვი საგნებით.ეს სახლი უკვე აირია. ალბათ ოდესმეიატაკს ცოცხს რომ გამოვუსვამ-მეც დავლაგდები.
გა-მო-ღვი-ძე-ბა არის უთუო,მშვიდობით ზღვაო,რომელიმე ხომ მაინც ვრჩებით.