↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იალბუზი

ჯავახიშვილი კატო

2026-07-182 წთ საკითხავი2538 ნახვა

—
(ვულკანის გაღვიძება)
“მხოლოდ მთა იგი...იდგა მთა იგიდემონის ხელითმძლავრად ნახატი;”გალაკტიონი
ბოჩი!..დამალე შენი სოფელი.გაშლილ მინდვრებზე ვულკანს პირი დაუღია დალავა ამ ჩემი სიძულვილით სავსე საშოდანპირუტყვს შორეულ ქალაქისკენ მიერეკება.მიდი! გადენე, გადადენე ეგ საქონელი,სადმე იქ, სადაც ცათამბჯენებს ჯერაც აციებთ,ვარსკვლავთმრიცხველებს არ აუხდათ ჯერ წინათგრძნობამოსალოდნელი ხანძრების და ქარტეხილებისიქ წაიყვანე!ხმელი თივა ატენე მუჭით.თვალი დასთხარე,რადგან ბრმები ხედავენ უკეთ.იმ გზაზე, მაგნიტდამაგრებულ ჯოხებით დგანანმოხუცები და ღამის გზაზე ერთადერთ იმედს,უსაფუაროდ გამომცხვარი ნაზუქებივითუფრთხილდებიან,თუმცა შიმშილსვერ სპობს შეწევნა.
გჯერა, უკვდავი უნდა გახდე. შენ ამის გჯერა.და რომ ჩემს ყვავილს “პარფიუმი” ჰქვია სახელად.რომ არ არსებობს სინანული. და არც სასჯელი.და აღარც ღმერთი. არც ეშმაკი. ფართოდ გახელილ,ლიბრგადაკრულ თვალებში მიჯრით,ჩნდებიან ისევ აჩრდილები.ცაც. სანახევრად.
დიდხანს მეძინა.საღათას და ხანგრძლივი ძილით.ჩემს მკერდზე გაშლილ ლამაზ დეკებს მშვიდად წუწნიდი.ბოლო ყვავილი ამომგლიჯე, ახლა კი დგახარ,გაზეთებიდან თავმომწონე ვაცივით მიმზერ.ძუძუმოჭრილი სხეულიდან ღვარად გადმომდისლავა დაკრატერს გახლეჩილი ყელიდან ვიღებ.ბოჩი! მოვდივარ, რომ გადავწვა შენი სოფელი.ჩემს უბეში გამოზამთრებულ ადამიანებსუნდა ვუთხრა _ მზე რა მწველია,როცა ის ძვლებზე გადადის და ხორცი შიშხინებს,როცა ის ხორცზე გადადის და ძვალი არა სჩანს.და კოსმოსიდან რა უმწეო, პატარა მოსჩანსეს დედამიწა, გეგონება ერთი ნამცეცი,გადმოვარდა ხორბლის პურიდან.
გჯერა შენია ეს სამყარო. უთუოდ. შ ე ნ ი,წონის მესამედს თუ დაგიყრის თუნგზე განგება.და ამ ქალაქებს და ამ სოფლებს შენ რომ აშენებ,და ამ ქალაქებს და ამ სოფლებს რად ვერ აგნებენზღვიდან ხმელეთზე.ვის სჭირდება ახლა მაშველი,როცა მიწაზე მოსვლისათვის,მკვდრების რიგია...
ბოჩი! გადავწვი შენი სოფელი.ახლა ვზივარ და გვამადქცეულ სხეულს დავტირი,შენსას და ჩემსას.და ერთადერთი სიტყვა ჩემი ცხელი ხორხიდანრაც კი ამოდის,ეს არის:-შვილო!
ჯავახიშვილი კატო

ჯავახიშვილი კატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი