↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოსვლა

ჯავახიშვილი კატო

2026-07-182 წთ საკითხავი2540 ნახვა

—
“თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები”
წაიღე ჩემი თავი. დათვალე,წუთში რამდენჯერ რეკენ ზარებიქვესკნელში, სადაც ალქაჯები იბადებიან.წაიღე ჩემი თავი. შეხედე,წუთში რამდენჯერ აღარ თენდებამზის პირველ სხივს რომ ირეკლავენ ჩემი თვალები.წაიღე ჩემი თავი. მოტყუვდი,რომ ყვავილები ამ ბაგეზე შხამიანიადა მანამ ბოლო ამოსუნთქვაარ გამალურჯებს-ნუ შემეხები.წაიღე ჩემი თავი. მისმინე,თუ ამ ტკივილებს ვეღარ გავუძლებპირში სიზმარიც რომ ჩავიგუბო_მუნჯი ვარ მაინც.წყალს გაყოლილი სიზმრები კიაღარ ცხადდება.წაიღე ჩემი თავი. მიხსენიცოცხლადყოფნისგანმკვდარი უფრო რომ შემიყვარო.რაა ტკივილი, ისიც ჩუმი, ანდა უფერო,რომ ვერ გაუძლო,აკანკალდე ვერხვის ხესავითჩაშლილ პაემანსმტვრად რომ აყრისნოემბერს. ყვითელს.მძიმეამეთქი -გაგაფრთხილე,მძიმე და ცხელი.მაშ, შეისვენე,ზღვა ასვი დამიწა აჭამე.თუ კიდევ ითხოვსგამოიღე ყველა სისხლძარღვიშენი ტანიდან გამოიძრე-გამოიტანე.ყველა კედლიდან გამოვიდეიქნებ ოდესმე.ყველა სიზმრიდან გამოვიდეიქნებ ოდესმე.ყველა ღამიდან გამოვიდე იქნებ ოდესმე-რომ შეგიყვარო.შენი ხელები ღამით თვითონ მხდიდნენ ტკივილებს.ვიხსნიდე თვალებს, ყურებს, ტუჩებსსამკაულივითამოთხრილ ღილებს დაგკიდებდეალუბლებივით-არ მომეკარო.გარეთ სიჩუმე ლოცულობდეს ხელაპყრობილიდა გზას, რომელიც გავიარე ანდა გავივლიერქვას მანძილი-ვერ დაამოკლებ.შენ თქვი, რომ მუხლებს ვეღარა ვხრი, რათა ვილოცო...შენ თქვი, რომ მუხლებს ვეღარა ვგრძნობ, ისე აცივდა.ვინ გამისწორებს მე სიარულსან ვინ მასწავლის-როგორ ვიცხოვრო.გემძიმა არა?! ვეღარ მიგაქვსმხარს კოკასავით ვერ შემოიდგიჩაიმუხლე დაგაგივარდა.ჰოდა, ამიტომ ზედ გაიარე...ქუსლით დასრისე, ქუჩა-ქუჩა გადაასწორე,ფეხით მოსინჯე, ხომ არ დარჩა სადმე კვალი დაწითელი თმები შემოდგომას გადააფინედა თუ ერთხელაც, შენ ტორტმანითგზას გაიკვალავ,ვერხვის ხესავით გადააყრიმტვრად ჩვენს პაემანსნოემბერს ყვითელს,შენ თავს დაკარგავ-ანუ მიბრუნებ.ყველა კედლიდან გამოვიდეიქნებ ოდესმე.ყველა სიზმრიდან გამოვიდეიქნებ ოდესმე.ყველა დროიდან გამოვიდე იქნებ ოდესმე...რომ დაგიბრუნო.
ჯავახიშვილი კატო

ჯავახიშვილი კატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი