↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გესმის, ისვრიან

ჯავახიშვილი კატო

2026-07-181 წთ საკითხავი2542 ნახვა

—
გესმის, ისვრიან.მზე დაიხრჩო ლურჯ ჰორიზონტზე.შავი ფიქრები შეეყარა დატალღულ ნაპირს.ამ უცნაურად ქვადქცეული ქალაქის ფონზენიჟარებს დაცლილ ვაზნებივით სამადლოდ დავყრი.სიცარიელეს, ტოგასავით ტანთ რომ იზომებს-ვშლი გონებიდან-ომს, რომელიც გამოვიგონე.
მზეო, სადა ხარ,აფხაზეთი გავკიდე თოკზე,სველია ჯერაც, შეუმშრალე გთხოვ მას ცრემლები.კადრები ჩემი წარსულიდან ხმაურით მომდევს,ფერად სარჭებში მომწყვდეულან, როგორც მძევლები.და სარეცხივით გადაფენილს დრო რომ აქვავებს,შეგრძნებებია,ნაწილებად მე რომ დამშალეს.
გესმის, ისვრიან,მე კი ძილი ვისწავლე ღამით.საიდან მოველ,საით მივალ,რა გზას მივყვები?!ვინ ვარ!როდემდე დავუმალო ფურცელს სიტყვები.გათენებულაა...სევდიანი ნამგალა მთვარისპროფილს გვერდულად ირეკლავენ ურჩი ტალღები.ხვეული თმებითშენს რუქაზე დავიტალღები.
გესმის, ომია,მე გამყიდეს ოცდაათ ვერცხლად(ისე ახლოს ვარ ახლა ღმერთთან, როგორც არასდროს ?!)კავალერიავ!გასწორდი და გახსენი ცეცხლი.მაიც ხვალ დილით მე სირცხვილის გრძნობა დამახრჩობს,რომ, კიდევ ერთხელ დავამცირე ჩემი ცხოვრება,ტუჩის დამალვით,კოცნას ზღვას რომ ემათხოვრება.
გესმის, ისვრიან,მზე დაიხრჩო ლურჯ ჰორიზონტზე...
ჯავახიშვილი კატო

ჯავახიშვილი კატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი