↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ზღაპარი მერგო და იქცა სიზმრად"

მიქაია მაია

2010-08-121 წთ საკითხავი753 ნახვა

—
ზღაპარი მერგო და იქცა სიზმრად,სიზმარი მერგო და კოშმარს ჰგავდა,კოშმარი ხეებს დასდინდა სისხლად,სისხლი ღამეში წითლად აალდა,ფლეთავდა ფოთლებს იმ ღამით ქარი,კვნესოდა ქარი დაფლეთილ ხეში...ზღაპარი მერგო, მერგო სიზმარიდა ჰგავდა იგი კოშმარებს შეშლილს.მესმოდა ლოცვა და მოთქმად იქცადა მოთქმა ქარის მუსიკას ჰგავდა.შეშლილი იყო იმ ღამეს ის ცა,რაღაც დაიწყო, რაღაც დამთავრდა...მოვედი, რათა მეძებნა ქვეყნად,ვეძებდი, რათა მეპოვნა ჩემში...მთელი ცხოვრება ვაქციე ძებნადდა ჰგავდა იგი კოშმარებს შეშლილს.

მიქაია მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი