პოეზია · ლირიკა
გული ჩემი სამყაროა
გული ჩემი სამყაროა დაღლილი,დასერილი ვულკანური ბზარებით,ერთმანეთთან კოსმიური მანძილითმოძრაობენ ირგვლივ თანამგზავრები.დედამიწამ სურვილები გადამდო _ოკეანედ მინდა მიჭრა პოლუსთან,დღისით მინდა მცხუნვარე მზემ გამათბოს,ღამით მინდა სავსე მთვარით მონუსხვა.ამოოხვრას სულს ავატან ზეცამდე,წლები მცლიან უწონადოდ გავლილი...ვერ ავანთე, თუმცა ბევრჯერ ვეცადე, _გული ჩემი სამყაროა დაღლილი.