პოეზია · ლირიკა
მრავალჟამიერი
სულში მზე, მზისებრ განათება,ხმა მწყობრი, არა ქაოტური,ბგერა _ ხმა, ბგერა _ გამართლება,ბგერა სრულიად აორტული.სულის თქმა, სულის განათლება,სული _ აქამდე არნახული,ქართული გენის განახლება,ქართული ენის გაზაფხული.ბგერის ამოდ თქმა, ამოდ ფრქვევა,ბგერა _ ლექსივით გამოთქმული,ფესვიდან მუხის ამოფრქვევა,ხმა მწყობრი, არა ამორფული.ცამდე ამაღლება წამიერად,ბგერა გულიდან ამოთქმული,ქართული `მრავალჟამიერი”მადლიანი და ამოდ თქმული.