პოეზია · ლირიკა
იდილია
ცას შერევია უცნაურად ფერი აქატის,დუმან წყაროში ვარსკვლავების ანარეკლებიდა მთვარის შუქზეგამჭვირვალე ფრთების ფარფატით,თრთიან კოცონთანუდღეური ღამის პეპლები.სიგრილეს თითქოს ისრუტავენცეცხლის ალები,ასავსავებენ სიბნელეში მხურვალე ენებს,იქვე, წყაროსთან,აწკარუნდნენ ქვებზე ნალები,ეტყობა, თივა დაუყარესმგზავრებმა ცხენებს.ცეცხლთან გაფენილ ნაბადის ქვეშძილი ჩათბება,ტკბილი ზმანება მკლავებს ჩაგხვევსსიზმრის ჩეროდან,კოცონი ღამეს დანებდება,ცეცხლი ჩაქრება...სამაგიეროდ, მზე ამოვამთის კენწეროდან.