პოეზია · ლირიკა
ზღვა და ქარი
ზღვა და ქარი, ზღვა და ქარი,ტალღა ჩემს სხეულზე სუნთქავს.მოვალ, გკითხავ ნაზამთრალი,ლურჯ უფსკრულებს რა ჩაუნთქავს?!შენს ტალღებზე ვარწევ ფიქრებს,ფრთებს შევასხამ, ცას გავცდები.როცა აქ არა ვარ, იქნებ,არც ღელავ და არც ქაფდები?!ხარ ლურჯთვალა დედოფალისკაბა თეთრი მაქმანებით,ცაა შენი მეგობარი,ცა გიცინის ვარსკვლავებით.მინდა შენთან მქონდეს სახლი,მინდა ვიგრძნო შენი სუნი,შენ კი მომწვდე გრილი ტალღით,შიშველ ტერფზე მეგლასუნო...მალე გავა, ალბათ, დროც დამოვალ, მოვალ ნაზამთრალი,შემაგებე მლაშე კოცნა...ზღვა და ქარი, ზღვა და ქარი.