↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მონოლოგი

მიქაია მაია

2010-08-121 წთ საკითხავი753 ნახვა

—
დაუშვით ფარდა, თამაში რა დროს,დრო უქმად მიდის!მე ვითამაშებ ყველაფერს... ღალატის გარდა...მე ვითამაშებ გალეწილ კალოსდა უმეფოდ დამსხვრეულ გვირგვინს,სიცხისაგან დაღრეჯილ ზამთარს.მე ვითამაშებ მონატრებასნათმენს და ნაგრძნობსდა ტუჩებზე მიყინულ ღიმილს,ვანსახიერებ სიხარულს,რომლითაც ხვდებიან ნაცნობსდა მოყირჭებას ათასჯერ ნანახი ფილმის.მე ვანსახიერებ ყველაფერს, ღალატის გარდა.ვთამაშობ ბოღმას, სავსეს ყელამდე....დაუშვით ფარდა!არ სჭირდებათ დაფარვა როლებს,არც სცენა მინდა,მე ვითამაშებ მილეულ ღონეს,სიყვარულს წმინდას.სიჩუმეს ვიტყვი და მივიღებ სიკვდილის სახეს,ვითამაშებ შიშს ციცქნა ჩიტის,მკერდით რომ ეკვრის საზიზღარ მახეს.მე ვითამაშებ სითამამეს და თავხედობას,მე ვითამაშებ ისეთ რამეს,მარტო სცენა რომ არ ეყოფა...მე ვითამაშებ დახეთქილ ტუჩებს,ცრემლიან თვალებს,ხმაურისაგან გადაღლილ ქუჩას,დაფერფლილ ღამეს.მე ვითამაშებ როლს იმ საფერფლის,რომელზეც ყრია სიყვარულის გაუცხოება.არ მინატრია როლი არც ერთი,რაც არ ჩვევია თვითონ ცხოვრებას.მე ვითამაშებ ჭკნობას,სიცოცხლეს რომ ჩაუქრობს ყვავილს,მე ვიქნები უღვინოდ თრობადა საყვარელი ტუჩების კვალი.და ვრჩები სახტად... თამაში რა დროს!..მეძახის ცხოვრების სცენა...დაუშვით ფარდა! რა ვითამაშო?ჯერ, ალბათ, რწმენა!..

მიქაია მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი