პოეზია · ლირიკა
აღმოსავლეთი
აჰა, ჩემი აღმოსავლეთი.ამ ძველ ქალაქში, სადაც ცოცხლად იმარხებიანდა არასოდეს არ დარდობენ მიცვალებაზე,სადაც, მიწაზე გადაშლილი მწვანე ხავერდიშთანთქა მტვერმა და ნაღებივით აჭრილ თვალებშიქარი კლიტეებს მოთმინებით ეჯაჯგურება-ყველა კარიდან გამოვედიდღეს რომ გაგეშვი.მაქმანად დამთრევს დაძონძილ და ყვითელ კაბაზეყველა ქალაქის გაწყვეტილი ყოფიერება.სიჩუმე, როგორც უშენობის მემორიალიცას ებჯინება.
ლანდშტაფი. გეო-პოლიტიკა. მდებარეობაგაურკვეველი. ეთნო-ერთა-უმცირესობა.ზონა წითელი. ორ ქარს შუა მეძავეობდაერთი პატარა გოგონა და .ფინალლ. ექსცესი.ღიმილი. იდაყვგაყვლეფილი. ხელისგულებიმოდერნ-ქუჩებად დაზოლილი ბრმა გამზირებით.ჰაერში ოთხი თვითმფრინავი გაიგუდებადა სამომავლოდ ოთხი გემი ჩაიძირება.
ტანის ხაზებზე მიმკითხავეს გუშინ კარავში.მარცხენა მხარეს, სადაც ჯერაც გაზაფხულიაზღვა წყლად ჩამდგარა-მლაშე წყურვილს სულში ვატარებ.
კაბები, უფრო საგარეო. მაქმანებითურთ.ხე-ტყის მასალით აწყობილი სამკაულები.ქუჩებში ხელებაწეული გაქანდები დაშედეგი ტრავმა. ანდა სენი უკურნებელი.ლანშტაფი. გეო-პოლიტიკა. მდებარეობაგაურკვეველი. ორი კოკით ზღვების ავსება.ტაძართან მღვდელი. უფალს, უფალს ებარებოდეთ.გაქცევა. წასვლა. სადღაც უფრო აღმოსავლეთით...
.აჰა, ჩემი აღმოსავლეთი.ამ ძველ ქალაქში, სადაც ცოცხლად იმარხებიანდა არასოდეს არ დარდობენ მიცვალებაზე,ტაროებივით ჩამოვფშვენი შეგრძნებები დაუჯიშო ფაშატს ტყავგადაცლილ ზურგზე ავკიდე.მლაშე ხმიადის სურნელი აქვთ ახლა ღამეებს.სამშობლოც კუტი ხმიადივით ისე მლაშეა...წყურვილი მკლავს და ლიბრგადაკრულ თვალის კუთხესთანზღვას ვერ ვამშვიდებ.
წამოაყენეთ ყველა მკვდარი სამარხებიდან.