პოეზია · ლირიკა
კინო
“შენი ჩანაცვამი, გუბეშენასვამი,გზაგამონაცვალი ქოშებით დავალ”. ნ.ს
შენ, ვისაც გეგონა ცხოვრება ფარდაადა მზერას მიწისქვეშ განძივით მალავდი_ გამოდი!ნახე, ამოვთხარე მიწიდან ნათქვამი,უთქმელი, ან თუნდაც სათქმელი სიტყვები,ფეხქვეშ დაგიყარე და ახლა გიბრძანებ:_ დადექი შიშველი!ერთხელ უნდა შეძლო ამხელა დუმილის იმ მთამდე ატანა,სადაც გამუდმებით იკარგებიან და ეძებენ სახელებს.შენ, ვისაც სამხრეზე ვარსკვლავი გიბრწყინავს და ღიმილს იკავებ:_ შიგნით ჩაიხედე.
და მთელი ცხოვრება, თავს რომ იტყუებენ, იმათი არ მჯერა.და ამ ცხოვრებაში არაფერს ნანობენ, არ მჯერა იმათი,რომ მთელი ცხოვრება სხვისი ბრალი არის დილემა, სასჯელიმე კვლავ გასაყართან... მოხრილი ხერხემლით ღირსებას მივათრევ.და გზასაც აწუხებს ჩემივე ფიქრების სიშავე, სიბნელე,და მერე სხეულზე ვერნანახ ქალაქებს ნახშირით ვიხაზავდა მთელი ცხოვრება ისე მონაცვლეობს სიფხიზლე, ვიბრმავებთვალებს და ქუჩაში გიტოვებ ამ სიტყვებს, ცარიელს, ცალხაზას.
შენ, ვისაც გგონია ცხოვრება კინოადა ამ სიუჟეტის მთავარი გმირი ხარ_ გამოდი!ნახე, არ მჭირდება კითხვაზე პასუხი,ტიტრებიც სწრაფ-სწრაფად, უჩემოდ გარბიანარც შენი დუმილი არ არის მთისხელა,_ გამოდი სანგრიდან!ასე დამენახე, სრულიად შიშველი, მძიმე და ცოდვილისამოსი, ქარიან ამინდს რომ გიფარავს, აჩუქე ნაცნობებს.შენ, ვისაც სამხრეზე ვარსკვლავი გიბრწყინავს და ღიმილს იკავებ:_თუ სცოდავ, შესცოდე!
და მთელი ცხოვრება როლებს რომ ირგებენ, არ მჯერა იმათი.თუ გინდა მოკალი, სიტყვით ან უსიტყვოდ, მე ასეთს მიგიღებ.და მთელი ცხოვრება ცხვირში პიტნასავით ნატენი სიმართლე,ჯაგლაგი ცხენივით გდია შარაზე და ვაბიჯებთ აღვირზე.და მთელი ცხოვრება, წმინდანებს რომ ჰგვანან, იმათი არ მჯერა.და სანამ აქ ვდგავარ, ფეხზე და ცოცხალი, მინდა, რომ მხედავდე.არ ვიტყვი არაფერს, რადგან, ეს ტყუილი იქნება ამ ჯერზედა მერე ტბასავით მომწვდება მუხლამდე, წელამდე, მხრებამდე.
შენ, ვისაც გეგონა ცხოვრება ფარდაადა მზერას მიწისქვეშ განძივით მალავდი_განარცხებ.