პოეზია · ლირიკა
დიალოგი მონტელოს ველზე
ბაჩანა ბრეგვაძესგაყუჩებულა მონტელოს ველი,თიბათვის ღამე მთვარემ აავსო.ორი ბრძენი თან ორი სულელიმითოხარიკობს და მიბაასობს.ხან შლეგი, ხანაც ბრძენი კატონიხმას დაიბოხებს და ორატორობს _მიუბრუნდება მსახურს პატრონი:_ მისმინე, სანჩო! _ გისმენთ, ბატონო!_ ჩენჩოს ფასი აქვს ჩვენს შეგონებას,თუ არ ეყოლა კარგი გამგონე,ხალხი სახედარს უფრო ენდობა,ვიდრე მეფეს ან გუბერნატორებს.რაში არგია მრჩეველის ჭკუა,როცა მსმენელი გონებით ყრუა._ თუ სულერთია ვინ _ წინ, ვინ _ უკან,თქვენმა წყალობამ არ მიმატოვოს,მაშინ მოდით და ჩემი ვირუკაჰერცოგად მაინც დავსვათ, ბატონო.მოსმენაც იცის, თავის დაქნევაც,ბოლოს და ბოლოს, ესეც საქმეა._ მაცალე, სანჩო! თუ ვკითხავ გუმანს,ბოლოს ხომ მაინც ვირი ვირია _აყროყინდება იქ სადაც სდუმან,ან გაჩუმდება, როცა ჰყვირიან.შეეფერება განა მეფობა,არაკაცს ან მის უვირესობას?ჩაფიქრდა სანჩო,ვერ იტყვის ტყუილს,იფხანა ქეჩო, როგორც სჩვევია,ესა თუ ისა, ვაი თუ ვუი,მართლაც რომ ძნელი ასარჩევია:_ მიჭირს პასუხის გაცემა, მაგრამმაინც შეგკადრებთ, ბრძენო იდალგო,ქვეყანა, სადაც კაცი არ ვარგა,არ შეიძლება ვირმაც ივარგოს.მოკლედ რომ მოვჭრა, პირი, პირია, _რაც მე ვარ, ისიც ჩემი ვირია!_ როცა არა გვაქვს სხვა არჩევანი, _წინ წკვარამია, უკან ღამეა,გვაქვს ძაღლყურძენას ორი მტევანი _ვჭამოთ, რომელსაც ცოტა შხამი აქვს._ რადგან ეგრეა, ნება მიბოძეთ,ახლა სხვაგვარად ავწონ-დავწონო _ლურჯა რომ ჩემზე ჭკვიანი იყოს,არ შემისვამდა ზურგზე, ბატონო!_ სხვა საწუხარი მტანჯავს მე, განა?ჯავრით როგორ არ გადაირევი,ისე დაჩლუნგდა ჩვენი ქვეყანა,რომ პატრონებზე შესხდნენ ვირები . . .მწუხარე სახის რაინდის ჯიბრზეგამობრწყინდება მონტელოს მთვარე,რომ კიდევ ერთხელ დაუფრთხოს ძილიპანსას და ვირის თვინიერ თვალებს.ათასი წელი ღორღიან გზაზემიჩურჩულებენ, უკაბადონოსამყაროს ართობს მათი ბაასი:_ მისმინე, სანჩო! _ გისმენთ, ბატონო! . .