პოეზია · ლირიკა
წვიმის წინ
ცაზე ახლა ღრუბლის კაციჭიმავს ელვის სადავეს,მოვა ალბათ წვიმა აწიდა ჯეჯილებს გადარევს.
მოვა ალბათ წვიმა მალე,გააბრუებს ტაროებს,გვალვიანი მიწა დალევსლაჟვარდების წყაროებს.
ყველაფერი მოვა მალე,შენც მოჰყვები ალიონს,რომ ღიმილით, ვით სინათლე,ჩემმა თვალმა დალიოს.