პოეზია · ლირიკა
წვიმით თავდაბანილი
ზღვის ბაღიდან ბრუნდები,წვიმით თავდაბანილი,თავზე ცაგადასხმული,თეთრი, ზღაპრის ქალივით.
იმედივით მიყვარხარ,ჩემი ბოლო სიტყვა ხარ,ხან დარი ხარ, ხან _ წვიმა,ხან ქარი, ხან სეტყვა ხარ.
თვით ნიავს უხარია, _ყელს გეხვევა, გეჩვევა,და თვით წვეთს უხარია,შენს თმებში რომ შერჩება.
ზღვას და ცას უხარია,ნაპირზე რომ გაივლი,მე, _ რომ ჩემთან ბრუნდებიწვიმით თავდაბანილი.
1988