↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ქალაქის თავში

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40777 ნახვა

—
* * * ქალაქის თავში
ქალაქის თავში, ქალაქის ბოლოსმაღალი წვიმა დგას და შრიალებს.ისიც იმიტომ მოვიდა მხოლოდ,რომ მოგვეხმაროს ადამიანებს.
ოჰ, ღმერთო, თუმცა არ არის ღმერთი,არ არის. ანდა არ იყო მაშინ,როცა პირველი კოცონი ენთოშენს დიდ თვალებში, ხმასა და თმაში.
სახურავებზე გადარბის ქარიდა თან გადააქვს ქარხნების ბოლი....ჩვენ, აღტაცებულ ბავშვების დარად,ერთმანეთს ვერ კი ვამჩნევდით, მგონი.
და მხოლოდ ვგრძნობდით, რომ შიგნით სულშითრთოდა სრულიად ახალი სიმიდა არიგებდა ცრემლსა დაღიმილსუბრალოდ, როგორც ყვაოდა ნუში.
მაგრამ შენ სადღაც ქრებოდი უცებდა ჩაღდებოდა ირგვლივ კოცონი,და ბიჭებივით წამომხტარქუჩებსზედიზედ ნთქავდა მკაცრი კოცონი.
და ფერშეცვლილი ფერფლით და ბოლით,გაწამებული და გარუჯული,ვით უნებურად შემცდარი ცოლი,შენ პატიებს მთხოვდი ჩურჩულით.
ქალაქის თავში, ქალაქის ბოლოსმაღალი წვიმა დგას და შრიელებს.ისიც იმიტომ მოვიდა მხოლოდ,რომ მოგვეხმაროს ადამიანებს.
და ალბათ დიდხანს იქნება გარეთფერმკრთალი კვალი დამხდალი ჭორი....სახურავებზე გადარბის ქარიდა თან გადააქვს ქარხნების ბოლი.
1960
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი