↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

26 ოქტომბერი, "ნორდ-ოსტი"

ჩხიკვაძე ვანო

2011-08-121 წთ საკითხავი1036 ნახვა

—
შესცოდა, წააგო, მიჰქარა,წვალობდა, სძულდა თუ უყვარდა -გათავდა,ის უკვე იქ არის,ის უკვე იქ არის - უფალთან!
სკამებში ჩაჩეხილს -რა ვნახე -ვით გადატეხილი ღერები,ეკიდნენ სინაზით აღსავსეხელები, ლამაზი ხელები.
ჩვენება ძილშიც არ მომცილდა,დილამდე შვება ვერ მოვნახე -ხელები, რომლებსაც კოცნიდნენ,დალეწეს ჩექმით და კონდახით.
ვხედავდი უღმერთოდ ნაწამებს,დაგდებულს პირველი გასროლით -კაპილარს, გაწყვეტილს მაჯასთან,ხელისგულს,ცრემლებით დაზოლილს.
დადუმდა ქალი და გაცივდნენხელები და მკერდის ფიქალი.შეუნდე, თუ რამე შესცოდა,გათავდა, ის უკვე იქ არის!

ჩხიკვაძე ვანო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი