↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იასამანი

ჩხიკვაძე ვანო

2017-07-121 წთ საკითხავი1042 ნახვა

—
ფუტკრის სკებთან ფუსფუსებენწმინდა მამანი,მაყვლიანში თაფლისფერი იწვის საღამო.ღობესთან დგას მოწყენილი იასამანი,აგვიანებ აყვავებას, იასამანო.სულში წვეთავს შორეული რეკვა ზარების,რომ ცოდვები სინანულის ცრემლმა დანამოს.ვიყავ. გნახე.გულნატკენი მივემგზავრები.ჭირისუფლად ხომ დადგები, იასამანო!აწყვეტილი ბილიკები ცისკენ მიდიან,ხელგაშლილი მელოდება შემწე ობოლთა.მაცხოვარო, რა სიჩუმე, რა სიმშვიდეა,თითქოს უკვე გავიარე ჩემი გოლგოთა.ფუტკრის სკებთან ფუსფუსებენ წმინდა მამანი,მაყვლიანში თაფლისფერი იწვის საღამო.თავდახრილა მგლოვიარე იასამანი _მწუხარებაც როგორ გშვენის, იასამანო!

ჩხიკვაძე ვანო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი