↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი ფილმი

ჩხიკვაძე ვანო

2011-08-121 წთ საკითხავი1033 ნახვა

—
კიდევ თუ აწვიმთ შერბურში ქოლგებს,ისევ აცვივა ცრემლი ქვაფენილს?ეს ერთი კადრი -გოგონა მორბის,თვალსევდიანი, სხვა არაფერი.
არ მახსენდება გადაუღებელ,საგაზაფხულო წვიმის თქეშიდან -მორბის გოგონა,კარს გაუღებენ,დაამშვიდებენ თუ შეეშინდა.
მსუბუქი ოხვრა, ასე ნაცნობი,ზედ დაადნება ბაგეს უნაზესს,იბრჭყვიალებენ ცრემლის მარცვლებითვალის უპეში და სასთუმალზე.
გარეთ კი ისევ იმღერებს წვიმა.სახურავებზე ქარი იქროლებს,და სიყვარულის დაწყვეტილ სიმებსმწუხარე ჩელო გამოიგლოვებს.
დარბაზიც ერთხმად აქვითინდება,როცა დაგვზაფრავს ჰანგი გრძნეული.ათრთოლდებიან შენი თითებიცჩემს ცივ ხელებში გამომწყვდეული...
დღეს კი...გავყურებ მიმავალ ქოლგებს,სიყვარულს კიდეც რომ გაუავდრდეს,როგორღა ვიგრძნობ - მე უკვე მოვკვდი -იმ გადავლილი წვიმის ჟრუანტელს.

ჩხიკვაძე ვანო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი