პოეზია · ლირიკა
გაზაფხულია, მარიამ!
ცისკრის ვარსკვლავი ჟიკჟიკებს,მაღლა ნაკლული მთვარეა,გაზაფხულია, მარიამ!აფრინდა, თეთრი ტყემალი –კარღია დარჩათ გალია,გაზაფხულია, მარიამ!მიტოვებული საფლავისპატრონი, შემამკობელი,გაზაფხულია, მარიამ!ამ ჩემი საწყალი ლექსისგულდათუთქული მშობელიც,გაზაფხულია, მარიამ!სიცოცხლე რა ხანმოკლეა,სიკვდილი როგორ მალეა,გაზაფხულია, მარიამ!ბედნიერი ხარ, ქალწულო,შარავანდედი გავლია,ორიათასი წლის ბიჭიკალთაში გიზის, მარიამ...სადაც კი ფეხი დაადგი,ნატერფალებიც ჰყვავიან...გაზაფხულია, მარიამ!