↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენ დავიბადეთ განთიადისას"

ჩხიკვაძე ვანო

2017-07-121 წთ საკითხავი1039 ნახვა

—
ჩვენ დავიბადეთ განთიადისას,როგორც უმწეო წვეთები ფოთლის,ჩვენ დავიბადეთ, მაგრამ ვერაფრითვერ გავიხსენეთ: რა მოხდა, როდის,ჩააქრეს შუქი და სიბნელეშიგზას მივიკვლევდით ხელის ცეცებით,და ამ ლტოლვაში ბევრჯერ გავწირეთჩიტის ბარტყი და მერცხლის კვერცხები.ჩვენ თავიდანვე ერთმანეთს ვგავდითდა სიბნელეში დავცილდით როცა,სახე გვეცვალა, დედა ფოთოლზესხვადასხვა მხარეს დავიწყეთ ცოცვა.დღეს ადამიანს შველა სჭირდება,შენც თუ იცი და შენც თუ გაწუხებს,ერთად წკრიალებს ყველა ყურმილი,გაბედე, მიდი და უპასუხე.

ჩხიკვაძე ვანო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი