↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეროვნებათა მარში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ჩვენ ერთი ვართ, თუმც სხვადასხვაგვქვია სახელი,ჩვენ ერთი ვართ, ქართველი თუყარაბახელი.სოლიდარულ დროშის ქვეშ სდგასბევრის ამტანი,ადერბაიჯან,საქართველო,ჰაიასტანი!პაპის-პაპას ძველისძველიჰქონდა გაგება:შეტაკება, შურისგებისპაპანაქება;მოანათა ოქტომბერმამზიანი მიზნით,შოვინიზმი გადალახარა ლენინიზმით,გადალეკა სისხლიანიღობე-მესერი -ძველ რუსეთის ნაცვლად ბრწყინავსრესეფესერი.ჩვენს კავშირში სხვაგვარიაომის ბაცილა,რაც ევროპამ თავის ქვეყნებსვერ მოაცილა.იქ ყოველი ცის ნაფლეთიტყვიის ფერია,ცხენოსანთა ბორგავს ჯარი,არტილერია;აქ აფუძნებს სოციალიზმსსაქმე სართველო,ტაჯიკია, თურქმენიათუ საქართველო.იქ გაზების ეშვებიანშავი შვავები,ყუმბარებით დატვირთულანთვითმფრინავები.ნაღმების ხმამ ზღვად გემებიარივ-დარია,მაგრამ თუ იქ დარბეულიციციკარია,აქ მეორე ხუთწლედი დგასდა ჭარბი ჯარი,უკრაინა, საქართველო,ადერბაიჯანი.იქ რომელი რომელსა სძლევს -ცხადზე ცხადია:კლასიური ომების გზაგზად ნაცადია.იარაღით შებრუნდებამტრების ჯიგარი,რომ აენთოს ცისკარივითის ციციკარი.აი რა დროს ნატრობენ დღესველნი და მთანი,ბელორუსია, უკრაინა,უზბეკისტანი.სოლიდარულ წინმსვლელობისსაქმე რითიაუძლეველი? ამის მტკიცემაგალითია -ეს ამიერ-კავკასიაძმური, გამტანი,ადერბაიჯანი, საქართველო,ჰაიასტანი.ვაშა დიად სოციალიზმს,აქ რომ შენდება!გვჯერა: ძლიერ კომუნიზმისდღე გათენდება!ერთი დიდი იდეააშვების მომბერი,მთელ მსოფლიოს - რომ მსოფლიოსძლევს ოქტომბერი!!!
1932
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი