↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთხელო - ჰყვება შარდენი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-132 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ერთხელო, - ჰყვება შარდენი, -ვმოგზაურობდი მე გემით,რომელიც, ვით შევარდენი,ჰქროდა ვაჭრობის ემბლემით.
გემი - შორეულ მხარიდან,სავსე ნავაჭრი ქონებით,ნავსადგურ ისგუარიდანწამოყვანილი მონებით.
ყოველ საღამოს, ასეთ მკაცრბაქანზე გამოხორგილებს,ადებდნენ ორ-ორ მამაკაცსხელ-ფეხზე მძიმე ბორკილებს.
დილით კი ხსნიდნენ: ვით ღრღნიდნენყურს ხმანი საავდარონი,რა მწუხარებას მე მგვრიდაიმ ბორკილების ჟღარუნი.
დილ-დილით, ნაპირთ ქვიშაზემრავალი ჩნდა კოცონები:ეს იყო იმის ნიშანი,რომ მოიყვანეს მონები.
ეს იყო იმის მგონები,რომ დაგროვება დიდია,რომ მოიყვანეს მონებიდა ყველა გასასყიდია.
ნავით, ბაწრებით, საკონლითიქ გაგზავნილი, ხველებითსწრაფლ გემზე ცოცხალ საქონლითჩნდებოდნენ გამყიდველები.
ვაჭრობაც იქ იწყებოდაქისათა ბრჭყვიალ-კიაფად,და კაცი იყიდებოდასულ ჩალის ფასად, იაფად.
თხუთმეტ ეკიუდ - ვაჟები,თორმეტ ეკიუდ - ქალები,სამ-სამ ეკიუდ - ბავშვები,იყიდე, გენაცვალები!
სიდან სად შემონაჩარი,იქვე, - განაგრძობს შარდენი, -სჭვრეტდა ბერძენი ვაჭარი,ქალი სდგას და ღირს ამდენი.
მოიღო ქისა, დათვალადა ჯიბედ კვლავ ჩაიკიდა.ისევ დათვალა და ქალითორმეტ ეკიუდ იყიდა.
ოცდახუთი წლის სულ იყოჩვენს გემზე შუქთა მთოვარი,თან ჰყავდა მისი სულიკო:პატარა, ძუძუმწოვარი.
გადასარევად ლამაზი,შვენოდა სახის ნაკვთები,ყორნისფრად კრთოდა თმა ნაზი,თმა ყელზე გადანაგდები.
რა იყო სინაზე კანის,ო, ფერიც, ფერი კანისა,ფერი ცვრით გადანაბანის,ნამდვილი მთის შროშანისა!
არასდროს, - ჰყვება შარდენი, -სხვა არ მინახავს მე ქალისგულ-მკერდი, მშვენი ვარდები,მომრგვალო ბროლის ფიქალის.
ერთ-იმავე დროს ეს ქალი,ჩემში იწვევდა ჩუმს, მალულს,მღელვარე სურვილს და კვალადრაღაც მწვავს, უღრმეს სიბრალულს.
და გემი გაჰყვა ისევ წყალს,ფიქრნი კი, მონავარდენი,თან მიჰყვებოდა აფხაზ ქალს...ასე ამთავრებს შარდენი.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი