პოეზია · ლირიკა
სონეტი 147 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
მე უცნაური სიყვარულით შევიქენ ავად:ის მიყვარს, რასაც გავურბოდი ჟამით ჟამიერ,რასაც სახელად “დამღუპველი” ვუწოდე თავადდა რაც სამსალას უმოწყალოდ მასმევს ამიერ.ჩემს გონებასაც ღამედ ექცა მადლი დღისა დავერ განმიკურნა მე ეს სნება, ნებით ნებული,და შემომწყრალმა ნუგეშიც კი არ მაღირსა დასიკვდილის კართან მიმატოვა გაოგნებული.აქ დავასრულე სააქაო ფიქრთა გზა-შარა,აქ დაეჭედა ჩემს სიყვარულს ბნელი წერტილიდა უგნურებამ სამომავლო სივრცე გაშალასიცარიელის სიქათქათით გადაპენტილი.აღარ მსურს შენში, სინათლის წილ, წყვდიადს ვხედავდე,შენ მიმიყვანე სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე.