↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 146 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
სულო საბრალოვ, ცოდვილ სხეულს როგორ გაგყარაო,ავხორცულ ძალებს შემოსეულს ვერ გადარეკავ?!დანაცრებულა შინაგანი შენი სამყარო,შენ კი ამკობ და ალამაზებ კედლებს გარეგანს.სხეული შენი დროებითი საცხოვრისია,ნუ გენაღვლება, თუ დარჩება დაუდაფნავი,სხეული არ ღირს ამდენ მოვლად, რადგან სხვისია,მხოლოდ ჭიებს თუ გაალაღებს შენი საფლავი.გალაღდი, სულო, ღვთაებრივი სხივით იდიდე,და მიწიერი დაიმონე შენი დიდებით,შენი იქნება წუთისოფლის მთელი სიმდიდრე,თუკი გარეგან სამკაულს არ გაეკიდები.სამარადისო ძალა აღარ შემოგაკლდებადა თვით სიკვდილიც მაშინ ხელში შემომაკვდება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი