პოეზია · ლირიკა
სონეტი 145 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)
სატრფომ, ვისთვისაც დავდივარ ხელი,მკაცრად შემხედა ნესტოთ ბერვითა,ბაგემ, ნაძერწმა ტრფიალის ხელითუცებ დასძინა: „მართლა ვერ ვიტან!“მაგრამ მყის იგრძნო კეთილშობილმა,რომ ვერ შევიძლებ ამის ატანას.ბაგენი მისი არცა შობილანამ განაჩენის გამოსატანად.ბაგემ ახალი სიტყვაც მაჩუქადა ჩემს სიყვარულს აღარ ვემდური,თითქოს მზის სხივმა გამოაშუქადა ღამეც გაქრა ჯოჯოხეთური.სატრფომ სიცოცხლე ისევ აღმითქვა -მითხრა: „ვერ ვიტან! თქვენზე არ მითქვამს!“