პოეზია · ლირიკა
სონეტი 144 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
ორ სიყვარულში დავატყვევე ჩემი არსება:გულზედ ბოროტი ძალა მეფობს, სულზედ – კეთილი;კეთილს მოკეთე კაცთანა აქვს სრული მსგავსება,ბოროტს კი ქალის ნაკვთები აქვს გამოკვეთილი.მე ჯოჯოხეთში მიმაქანებს მდედრი სატანადა იმ ერთადერთ ანგელოზსაც მტაცებს სულიდან,რასაც განგებამ განუწესა თავის გატანადასაბამამდე არსებული აღსასრულიდან...და მე არ ვიცი ჩემს სიცოცხლეს რა ძალა მართავს,რას დამახვედრებს განკითხვის დღეს ვნება გრძნეული,ჩემს მეგობართან ჩემი მტერი სიტყვას რომ ხლართავს,მეც მეძალება მგზნებარება ეშმაკეული!...ოჰ, თუ სატანამ ჩემს ანგელოზს ხელი დარიადა ახლა ისიც ჯოჯოხეთის ბინადარია?!