↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 143 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21571 ნახვა

—
ვის არ უნახავს, კრუხს რომ დასდევს დიასახლისი,გარბის ქათამი, ვერ ეწევა მისი მდევარი,მტირალი შვილი მიუგდია იქვე სახლის წინდა ბავშვზე უკვე აღარ ფიქრობს დაუდევარი.დედის კვალდაკვალ ბიჭუკელაც მიხტუნავს მარდად,გაჰკივის ბავშვი თვალზე ცრემლებშეუშრობელი,მაგრამ უეცრად გაქცეული ფრთოსანის გარდა,უკვე ვერაფერს ვეღარ ხედავს მისი მშოველი.შენც ოცნებები გიტაცებენ უცხო ფრთოსნებად,მე კი დამტოვე დატვირთული მუდამ დარდებით,ძვირფასო ჩემო, თუ მიაღწე ნეტარ ოცნებას,დამიბრუნდი და მოფერებას ნუ დამზარდები.შენი ოცნების ახდენისთვის მეც ვარ მლოცველიმჯერა, რომ მერე მიპატრონებ დარდით მოცელილს.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი