↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 142 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
მე თუ სიყვარულს ცოდვად მითვლი, შენც შეიქმ ცოდვას,რადგან სიძულვილს ანაცვალებ ყველა ღირსებას,არავინ იცის, საძრახისი ვის მეტი მოგვდგამსდა ვისი გრძნობა იმსახურებს გასაძლისებას.დღეს სიყვარულის ბორკილების აყრა გწადიადა შენი ბაგე საყვედურსაც მიტომ მაგებებს,თურმე რამდენი შებღალული წელიწადიასხვების სარეცელს მე ქურდულად ვტაცებ სარგებელს.და თუ მე კვლავაც მიმზერ, როგორც არარაობას,და თუ გაგირბის მონატრებით სხვისკენ თვალები,ჯერ თავად ჩაწვდი შებრალების არსს და რაობასდა მერე სხვასაც დიდსულოვნად შეებრალები.თუ ძველ მოყვარეს დაამადლე სიტყვა კეთილი,მომავლისაკენ თვით გექნება გზა მოკვეთილი.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი